Accentnews.ge
„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო

„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო

19/06/2022 09:25:50 სამართალი

„ტვ პირველის“ ოპერატორის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

თავდასხმა 18 ივნისს, ღამით ბათუმში მოხდა. თვითმხილველების თქმით "ტვ პირველის" ოპერატორს თემურ ზოიძეს 26 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ხუთი ადამიანი გაუსწორდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ოპერატორი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მას 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები, პირდაპირ ეთერში უნდა ჩაერთო ბათუმიდან, რა დროსაც მას რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

ინცინდენტის ერთ-ერთი თვითმხილველი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ თავდამსხმელების აგრესია გამოწვეული იყო ოპერატორის ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე:

„ორი ახალგაზრდა მოვიდა. ოპერატორს ხმამაღლა ჰკითხეს, ტვ პირველიდან ხართო? იცნეს მიკროფონი, რომელიც მის მცირეწლოვან შვილს ეჭირა ხელში. იმ ორ ახალგაზრდას მაშინვე დაემატა რამდენიმე სხვა ახალგაზრდა. აშკარა იყო, რომ ახალგაზრდების აგრესია გამოწვეული იყო ტვ პირველის ლოგოთი და საქმიანობით“.

ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამ. ორგანიზაცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების პირობებში შესაძლებელი გახდეს ჟურნალისტების დაცვა თავდასხმებისგან.

კოალიცია კიდევ ერთხელ შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში უსაფრთხო მედიაგარემოს შექმნა განსაკუთრებული ამოცანაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S