Accentnews.ge
„ჩემი ამოცანა იქნება, ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში“

„ჩემი ამოცანა იქნება, ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში“

01/10/2019 19:10:09 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს ჯარისკაცების ფორმის, სამხედრო ფეხსაცმის და მათი სამხედრო ეკიპირების გაუმჯობესება იგეგმება. 

ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი წარმოების სამხედრო ფორისა და ფეხსაცმლის საქართველოში წარმოებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

„მოგეხსენებათ, ფორმები არის მუდმივი გამოწვევა. ეს იქნება ჩემი მუდმივი ამოცანა, რომ ჯარისკაცს ჩავაცვა ხარისხიანი ფორმა. ეს არის ელემენტარული, თუმცა არის გამოწვევა. ჩემი ამოცანა იქნება, რომ ჯარს ეცვას ხარისხიანი ფორმა, ხარისხიანი ფეხსაცმელი და ცხოვრობდეს ღირსეულ პირობებში, ჩვენს ყაზარმებში. ჩვენი ამოცანაა, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ხელფასი, კარგი დაზღვევა და მინდა, რომ ჯარი გახდეს სანატრელი ადგილი. ამას ჩვენ აუცილებლად შევძლებთ.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S