Accentnews.ge
ზურაბიშვილი უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

ზურაბიშვილი უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

20/05/2019 16:13:23 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის კიევში უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიანებით Twitter-ზე დაწერა, თავის კოლეგა ქართველი ხალხის მილოცვა გადასცა.

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ფიცი დადო. თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დათხოვნილად გამოაცხადა უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა, და რამდენიმე მაღალი რანგის პირს გადადგომისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, რათა შეწყდეს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომი ქვეყნის აღმოსავლეთში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S