20-06-2022 15:47:30 ადამიანი და კანონი
შსს-ს ცნობით, თბილისში, სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გაფუჭებული ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო.
აღნიშნული, მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.
18 ივნისს სანზონაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს.