Accentnews.ge
VTB-ს ხელმძღვანელი: "მხოლოდ საქართველოდან გავდივართ"

VTB-ს ხელმძღვანელი: "მხოლოდ საქართველოდან გავდივართ"

20/06/2022 13:12:26 ეკონომიკა

VTB-ს ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა დაადასტურა, რომ სანქციებში მოქცეული რუსული ბანკი ქართულ ბაზარს ტოვებს.

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არსად არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს – რედ]. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა სხვა ვითარებაა. ხოლო აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედების საკითხს, რათა ვიყოთ ძირითადი ბანკი ანგარიშსწორებისთვის ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ბიზნესის პერსპექტივებს ამ ქვეყნებში“, - განაცხადა კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

რუსული ბანკის საქმიანობაზე სანქციების გავლენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ბევრი რამ მტკივნეულია“:

„ჩვენ არ გაგვითვლია სანქციების ყველა შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არის მთავარი შედეგი: სანამ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ვფიქრობ, რომ შევძლებთ გაგრძელებას“.

„VTB ბანკის“ საქართველოს ფილიალს ჩამოერთვა ფიზიკური პირების, მსესხებლებისა და დეპოზიტარების მომსახურების უფლება. საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი გადაეცა „ბაზისბანკს“, კორპორატიული საბანკო პორტფელი კი „ლიბერთი ბანკს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S