
თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
01/10/2019 14:39:28 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.