Accentnews.ge
ქუთაისში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

21/06/2022 08:02:17 რეგიონები, რეკლამა

ქუთაისში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს: სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტო-ბეტონის საფარით, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები.

სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული შპს „ქეი კონსთრაქშენი“ ასრულებს. სააკაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1 479 402 ლარი დაიხარჯება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S