Accentnews.ge
სოფელ ზანავის საბავშვო ბაღი გაიხსნა

სოფელ ზანავის საბავშვო ბაღი გაიხსნა

21/06/2022 17:32:21 რეგიონები, რეკლამა

დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზანავში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

საბავშვო ბაღი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, ადგილობრივი თვითმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენებთან, ასევე საქართველოში გაერო–ს მუდმივ წარმომადგენელთან, World Vision-საქართველოს დირექტორთან, სამცხე–ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორთან და რეგიონში ვიზიტით მყოფ იაპონიის ელჩსა და მის მეუღლესთან ერთად გასხნა.

სტუმრებმა ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცეს და მისი არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა დაფინანსდა იაპონიის საელჩოს, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP), World Vision-საქართველოს ფარგლებში, ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისათვის ახალი შენობა აშენდა, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები. ასევე კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, სადაც ოთხი სოფლის 100 -მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

ადგილობრივმა ბიზნესმენმა კახა კახაძემ კი ახლადგახსნილი ბაღის აღსაზრდელებს სათამაშოები შეუძინა. ადიგენში ვიზიტით მყოფი ელჩი იმამურა აკირა, მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ასევე ბუნებრივი და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.

მერმა გოჩა ქიმაძემ სტუმარს მიმდინარე მასშტაბური პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის დასასრულს, კი მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ და ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S