სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტზე დატოვა

22-06-2022 14:26:46 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11.0 პროცენტს შეადგენს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი მარტში გაიზარდა, რითაც განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდა.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება დამოკიდებულია, მათ შორის, ქვეყანაში ინფლაციის დონეზე. იმ შემთხვევაში თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები