Accentnews.ge
"დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას საქართველოსთვის"

"დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას საქართველოსთვის"

23/06/2022 08:11:33 პოლიტიკა

"დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას საქართველოსთვის", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან.

"ევროკავშირისთვის ეს გადამწყვეტი მომენტია, დღეს ჩვენ გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გავაკეთოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა, მიშელმა.

ცნობისთვის: 23-24 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მანამდე, 17 ივნისს ცნობილი გახდა ევროკომისიის რეკომენდაცია "ტრიოსთვის". კერძოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

ევროკავშირის არსებობის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც 1976 წელს ევროკავშირის საბჭო არ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას საბერძნეთისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმინიჭების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S