
120 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
23/06/2022 08:22:52 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 34 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 23 ივნისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:
- პერსონალი - 34 400 (+200 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
- ტანკები – 1504,
- დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3632,
- საარტილერიო სისტემები - 756,
- ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 240,
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 99,
- თვითმფრინავი - 216,
- ვერტმფრენები - 183,
- გემები / ნავები - 14,
- საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2548,
- ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -620,
- სპეციალური აღჭურვილობა - 60,
- საკრუიზო რაკეტა – 137.
„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგი (ბოლო დღის განმავლობაში) ბახმუტის მიმართულებით დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება“, - დასძინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მოსკოვს ბოლო დროს უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მარტის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს 10 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 15 აპრილს Bellingcat-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროექტის დირექტორმა ქრისტო გროზევმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ დაკარგა მინიმუმ 16 000 სამხედრო.