ელენე ხოშტარია რიგი პროკურორების დასანქცირებასაც ითხოვს

23-06-2022 15:07:59 პოლიტიკა

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მოსამართლეებისა და ბიზნესმენების შემდეგ ასახელებს პროკურორებს, რომელთა დასანქციებასაც ითხოვს.

მისი თქმით, ეს ადამიანების ხელს უწყობენ საქართველოში არსებულ ოლიგარქიული სისტემის არსებობას.

"ამ სისტემის, მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც არის ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, დაახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.

  • ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორი - ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომელიც ხორავას საქმეზე, ძალიან ამორალურ საქმეზე, საქმის გამრუდების გამო - გამოჭერილი იყო ტყუილში და მოუწია გადაყენება. ის იმდენად ძვირფასია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მოუწიათ მისი უკან დაბრუნება. ირაკლი შოთაძე თავადაც არ უარყოფს, რომ ანაკლიის პორტის საქმეზე ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტში მამუკა ხაზარაძისა და ბადრო ჯაფარიძის შეხვედრას - პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში. ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და [ირაკლი ღარიბაშვილის] არ იყოს, "ორჯერ თქმა არ სჭირდება".
  • ჯარჯი წიკლაური - "წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის მონიტორინგი - მთავარი ღერძი დანაშაულის, რაც იყო ციხეში - ადამიანის უფლებები, ის უწევდა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არათუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, ის მონაწილე იყო ამ დანაშაულის. როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ხდება, პოლიტიკურად გადმოიბარეს და მას ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები - "ციანიდის საქმე", "კარტოგრაფების საქმე", "კაბელების საქმე", "მიხეილ სააკაშვილის საქმე". ის გამორჩეულია პოლიტიკური მსახურებით ბინძურ საქმეებში;
  • მიხეილ სადრაძე - "ძალიან აქტიური იყო "კარტოგრაფების საქმეში" - რუსულ სპეცოპერაციაში, რომელიც დავით ხიდაშელმა ჩაატარა. აქტიურად გამოდიოდა, მათ შორის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ამ საქმეზე. ასევე იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი;
  • ამირან გულუაშვილი - "ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს, არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - "რუსთავი 2"-ის საქმეზე, "ნიკა გვარამიას საქმეზე", "კარტოგრაფების საქმეზე", "ნიკა მელიას საქმეზე". პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც კურირებენ და ასრულებენ ასეთ ბინძურ საქმეებს.

რევაზ ბაღაშვილი - "შედარებით ჩრდილში მყოფია. ის საგამოძიებო ნაწილის უფროსია და მის ხელში გადის პოლიტიკური საქმეები.

მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაშია ოლიგარქია, რომლის დანგრევაც არის ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანაში", - განაცხადა ხოშტარიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები