აჭარის რეგიონში წელს პირველად, " აფხაზეთობა აჭარაში" სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნება

23-06-2022 19:16:07 რეგიონები ,რეკლამა

აჭარის რეგიონში წელს პირველად, " აფხაზეთობა აჭარაში" სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღინიშნება.

როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, დღეს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების ფარგლებში პირველი აქტივობა გაიმართა.

"ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე - „ამბები აფხაზეთიდან“.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოება და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება.

ღონისძიებას ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდნენ", აცხადებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები