ესპანეთის პრეზიდენტი: "ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განხორციელდება"

23-06-2022 19:23:10 პოლიტიკა

ესპანეთის პრეზიდენტის პედრო სანჩესი ქართველ კოლეგას უდასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, დასკვნაში მოცემული რეფორმების განხორციელების შემდეგ.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მართლაც ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში. ამ კონტექსტში მინდა დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია ესპანეთის პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები