Accentnews.ge
"მზად ვართ, ვიმუშაოთ მტკიცედ, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ"

"მზად ვართ, ვიმუშაოთ მტკიცედ, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ"

23/06/2022 18:59:29 პოლიტიკა

"ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ახლა, ჩვენ მზად ვართ, მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - აცხადებს ზურაბიშვილი.

ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს ისევე, როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი -საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია", – განაცხადა მიშელმა.

ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S