Accentnews.ge
"ახლა მთავარია საქართველოს ერთიანობა და რეკომენდაციების შესრულება"

"ახლა მთავარია საქართველოს ერთიანობა და რეკომენდაციების შესრულება"

23/06/2022 19:50:53 პოლიტიკა

"ახლა მთავარია საქართველოს ერთიანობა და რეკომენდაციების შესრულება", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა "ტრიოსთვის" კანდიდატის სტატუსის თაობაზე ევროსაბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

მან ქართველ ხალხს მიმართა, როგორ უნდა მიაღწიონ "სანუკვარ ოცნებას".

"ქართველი ხალხის მიმართ ჩემი გზავნილი იქნება, რომ სურვილი, რომელიც გაქვთ, ეს იქნება ყველაზე დიდი სტიმული, რომ მიაღწიოთ სანუკვარ ოცნებას. თქვენ გაქვთ სტიმული, თქვენ მიიღეთ ევროპული პერსპექტივა. ეს პოლიტიკური პროგრესია. ახლა საჭიროა განხორციელდეს გარკვეული რეფორმები და გვანახოთ პოლიტიკური ერთიანობა, ჩართოთ სამოქალაქო საზოგადოება და რა საკვირველია, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება", - განაცხადა ლაიენმა.

ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ცნობისთვის: 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

იხილეთ ასევე: რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერმიღებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S