უკრაინის გენშტაბი: "სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება"

24-06-2022 09:52:55 ევროპა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთი ქალაქის ახლომდებარე ტერიტორიებს ბომბავს.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა დაბომბვა განახორციელა ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, ბელაია გორას, ვოვჩოიაროვკას და ბერესტოვეს მახლობლად. საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლისიჩანსკის და ბორივსკეს დასახლებებზე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ოკუპანტები დასახლება მირნაია დოლინას ტერიტორიას უტევდნენ, ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენმა ჯარისკაცებმა წარმატებით შეაჩერეს მტრის შეტევითი მოქმედებები ბორივსკეს რაიონში,“ - აცხადებენ გენშტაბში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები