
ოლაფ შოლცი უკრაინას და მოლდოვას სტატუსს ულოცავს: "27-ჯერ „დიახ!“
24/06/2022 05:59:10 ევროპა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
„27-ჯერ „დიახ“! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას: ევროპის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას. კარგი თანამშრომლობა ევროპულ ოჯახში!“ - წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერზე“.
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს – პერსპექტივა და პირობები. ამასთან, საქართველოს განესაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ქვეყანას სტატუსის ავტომატურად მინიჭებას ჰპირდებიან.