
მარნეული-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის რეაბლიტაცია მიმდინარეობს
24/06/2022 07:34:16 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მარნეული-თეთრიწყაროს საავტომობილო გზის 15 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ერთმანეთთან აკავშირებს მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები.
საგზაო მონაკვეთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს. სარეაბილიტაციო გზა გადის სოფელ წინწყაროში და უერთდება კოდა-ფარცხისის საავტომობილო გზას.
პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.