Accentnews.ge
"სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი"

"სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი"

24/06/2022 07:48:54 პოლიტიკა

„ლელოს“ წევრი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილის აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი საქართველომ იმიტომ ვერ მიიღო, რომ „კარში ოლიგარქი გვეღობება“. ამის შესახებ ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მომდევნო 6 თვე არის შანსი, რომ მომავალი გადარჩეს.

„ჩემო თანამოქალაქეებო, პროპაგანდის მანქანა ისევ მოიქოქა, თითქოს საზეიმოდაა საქმე და რომ არ დაგაბნიონ, გავასწოროთ ფოკუსი; საქმე იმაში კი არაა, რა მივიღეთ დღეს! საქმე იმაშია, რისი მიღების შანსი გვქონდა და რა დავკარგეთ (ამ ეტაპზე)! და ყველაზე მთავარი - რატომ დავკარგეთ! იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი და მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი. ეს გვითხრეს ძალიან მკაფიოდ. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ესენი დარჩნენ, ამ კარში ჩვენ ვერ შევალთ ვერც ახლა, ვერც მომავალში. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს 6 თვე არის შანსი გადავარჩინოთ მომავალი!“,- წერს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S