ღარიბაშვილი: "ქალბატონმა ურსულამ მიულოცა პრემიერს, ბატონმა მიშელმა - ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ნორმალურია"
24/06/2022 11:08:35 პოლიტიკა
"ქალბატონმა ურსულამ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის ოფიციალურ მიმართვაში, მილოცვის ტექსტში, და ბატონმა მიშელმა მიულოცა ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ნორმალურია. თქვენ ნუ ეძებთ, ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციაში, ისტორიულ დროს, ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, როგორ აფასებს პრემიერი იმ ფაქტს, რომ მიშელის მილოცვა მიემართებოდა ქართველს ხალხს და არა მას, როგორც მთავრობის მეთაურს, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისათვის დაწერილი მილოცვებისა.
„კიდევ ერთი შეკითხვა, თუ რატომ მიმართა პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს და არა პრემიერ-მინისტრმა, ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური, ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობა გუშინ იყო ამბსოლუტურად სიმბოლური, მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ, სხვა შემთხვევაში მას მოუწევდა ჩემთვის კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის მიღება, რაც არის გაწერილი კონსტიტუციის იხედვით. ამაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ძალინ ბევრი საპარალმენტი რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, სხდომებს ესწრებიან, იქაც აქვთ ნომინალური წარმომადგენლობითი ფუნქცია, ესეც ნომინალურია და ამაშიც ნუ ეძებთ სკანდალს“,- განაცხადა პრემიერმა.


