Accentnews.ge
ახვლედიანი: „მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია ასეთ არაკონსტრუქციულ ადამიანთან“

ახვლედიანი: „მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია ასეთ არაკონსტრუქციულ ადამიანთან“

24/06/2022 13:04:03 პოლიტიკა

დეპუტატ არმაზ ახვლედიანს „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პირობების შესრულება, მაგრამ შესაძლებლად მიაჩნია, დასავლელი პარტნიორების, საზოგადოების და პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ზეწოლით მმართველი გუნდის იძულება, დროულად გაითვალისწინოს რეკომენდაციები.

„თუ ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ვეტყვით „ქართულ ოცნებას“, რომ ამ მოთხოვნებს მათ გარეშე შევასრულებთ. მათ ჩაჩოჩება მოუწევთ, პოლიტიკური სივრციდან გასვლა, მაგრამ ეს უკვე მათი არჩევანი იქნება“,– განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას და დიალოგს, ეს დეპუტატს შეუძლებლად მიაჩნია ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში:

„მისთვის [ღარიბაშვილისთვის – რედ.]პრობლემა არაა მიტაცებული ძალაუფლება, დემოკრატიის ნარჩენების გაუქმება, არც ის, რომ მედიაზე ტერორია გამოცხადებული. მისთვის არაფერია პრობლემა, რაც პრობლემაა ევროპისთვის და ქართველი ხალხისთვის. შესაბამისად, გვაქვს სრული აცდენა ღარიბაშვილის ოცნებებს და ქართულ რეალობას შორის. ჩვენ ამ აცდენას ვეღარ შევეგუებით! რაც შეეხება დიალოგს და დღეს უცნაურად გამოწვდილ ხელს პრემიერის და სხვების მიერ, ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს: ჩვენ აღარ წამოვეგებით ამ სატყუარას! ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ადამიანი, ვისი ხელითაც, ქმედებით, მეშვეობით (მინიმუმ პრემიერ ღარიბაშვილს ვგულისხმობ) ჩაფლავდა ქართული საზოგადოების ნატვრა და ჩვენი სურვილი, რომ მტკიცე ნაბიჯებით გვევლო ევროპისკენ, ვისი მეშვეობითაც არის პოლარიზების ასეთი ხარისხი და ყველა მიმართულებით ქვეყანაში კრიზისი გვაქვს, პრემიერი არ უნდა იყოს! ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ დიალოგი შეუძლებელია ასეთ არაკონსტრუქციულ ადამიანთან. ღარიბაშვილის პრემიერობის პირობებში მე ვერ ვხდები, შესაძლებელია კი ეს დიალოგი? არა, არ არის შესაძლებელი!.

ინფორმაციისთვის: ევროსაბჭო დაეთანხმა ევროკომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს. 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.

იხილეთ ასევე: გიგიაძე: „საქართველო ამ ეტაპზე სრულ იზოლაციაში იმყოფება!“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S