Accentnews.ge
შსს-მ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27/06/2022 11:23:04 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „ალტ-ინფოს” წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარისშემცველი მოსაზრებების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება 239-ე პრიმა და 151-ე მიხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას და მუქარას გულისხმობს.

მანამდე, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე მისვლა „ფეისბუქში“ მათი მხრიდან „თბილისი პრაიდის“ მისამართით გამოთქმულ მუქარისშემცველ მოსაზრებებს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პრაიდის კვირეულთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

"პრაიდის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, ფილმის ჩვენება და ფესტივალი. სამივე ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S