დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 6 ივნისი - 12 ივნისი

21-06-2022 16:36:04 სხვა ,მითები და რეალობა

ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.

მიმდინარე გამოცემის თემები:

• ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინაში- მუდმივი რუსული ნარატივი

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

• პროპაგანდისტული გზავნილები ეკონომიკური სანქციების შესახებ

• დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

• უკრაინის მიღმა და საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივება

• პროპაგანდისტული გზავნილები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ

• არა ევროპას, გამოვაცხადოთ ნეიტრალიტეტი და დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობები - ამბობენ პრორუსული აქტორები

• ლუგარის ლაბორატორია - რუსეთის გამოგონილი საფრთხეები

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დაიჯესტი სრულად იხილეთ აქ.

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები