დეზინფორმაციული ნარატივები უკრაინის ომის შესახებ საქართველოში, 13-19 ივნისი

27-06-2022 16:40:46 სხვა ,მითები და რეალობა

ანგარიში მომზადდა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (OpenInformation Partnership (OIP)) მხარდაჭერით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არგამოხატავდეს OIP-ის პოზიციებს.

მიმდინარე გამოცემის თემები:

• ევროკომისიის გადაწყვეტილებას დეზინფორმაციის ტალღა მოჰყვა

• ევროპისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია, მაგრამ არსებობს ალტერნატივები - ამტკიცებს პრორუსული დეზინფორმაცია

• „ნაციზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ მთავრდება

• კრემლის ლინზით დანახული სამხედრო სიტუაცია

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინელი ლტოლვილების შესახებ

• ეკონომიკური სანქციების შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული ნარატივები

• დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში

• პროპაგანდისტული ნარატივები უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ

• ყურადღება, ლაპარაკობს მოსკოვი - რუსული დეზინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე

დაიჯესტი სრულად იხილეთ აქ.

„GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“ - უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით საქართველოში გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მონიტორინგის შესახებ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტინი. „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფი“ მომზადებულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ გუნდის მიერ „პარტნიორობა ღია ინფორმაციისთვის“ (Open Information Partnership – OIP) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს მკითხველს კრემლის დეზინფორმაციის მიერ საქართველოში გავრცელებული გზავნილების მონიტორინგი და ანალიზი მიაწოდოს. საინფორმაციო ბიულეტინი მოიცავს შემდეგ საკითხებს: უკრაინაში არსებული სამხედრო სიტუაციის შესახებ რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციები, მოსკოვის მცდელობები გაამართლოს უკრაინაში წარმოებული არაპროვოცირებული შეჭრა, ყალბი ნარატივები რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და უკრაინისადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ. ამასთან, „GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში“ ყურადღება გამახვილებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში გავრცელებულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები