"კობახიძე ცრუობს და ცდილობს, ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს"
28/06/2022 08:24:36 პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცდილობს, ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინოს, რომ ხალხმა მათ რეფომრების გატარება არ მოთხოვს.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო დროს ქვეყნის მიერ რეფომრების გატარების ტემპი განსაზღვრავს და არა ევროკავშირი.
"კობახიძე ცრუობს როცა ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს იძლევა და 15 წელზე მეტი სჭირდება ევროკავშირის წევრობას. იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როცა 8-დან 10 წეალში მოახერხეს ქვეყნებმა ევროკავშირის წევრობა და ეს დამოკიდებულია რეფორმებზე და არა ევროკავშირზე. შესაბამისად, ეს განცხადებები არის გაკეთებული იმისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა შორეულ მომავლად წარმოაჩინონ, რათა ხალხის მხრიდან არ ჰქონდეთ იძულება, რომ მოთხოვნები აღასრულოს. ამ ვადის ხელოვნურად გაწელვა იწვევს ფრუსტრაციას დასავლეთის მიმართ და აძლიერებს რუსეთის გავლენებს. „ქართული ოცნების“ ტაქტიკაა, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიეროს, რეფორმების წინსვლა გაყინოს და ამით რუსეთის ინტერესებს მოემსახუროს. ეს არის სამწუხარო რეალობა და მათ შორის, კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლაც, სადაც გვიწერია, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონე უნდა იხმარონ კონსტიტუციურმა ორგანოებმა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ევროკავშირში გაწევრიანებას მინიმუმ, 14-15 წელი სჭირდება, შესაბამისად, განსაკუთრებული საჩქარო არაფერია".


