Accentnews.ge
კაჭკაჭიშვილი: „ხელისუფლებას აშინებს ხალხი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გატეხოს საპროტესტო ტალღა“

კაჭკაჭიშვილი: „ხელისუფლებას აშინებს ხალხი, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გატეხოს საპროტესტო ტალღა“

28/06/2022 11:13:50 კომენტარი

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ევროინტეგრაციის გზაზე განცდილი მარცხი საზოგადოებაში მზარდი უკმაყოფილების ჩანასშობად მმართველი გუნდმა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო აქციურობა. ერთის მხრივ, ტესტავს გზავნილებს აღშფოთებული მოქალაქეების მისამხროვად, მეორეს მხრივ, გარკვეულ „საზრდოს“ აწვდის ულტრამემარჯვენე ჯგუფებს.

„ხელისუფლებამ (და მასთან დაკავშირებულმა ფსევდოინტელექტუალებმა) უკვე დაიწყეს კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის არმიღების საბედისწერო და სტრატეგიულ მარცხთან საზოგადოებრივი აზრის შეგუებას. ეს კამპანია, ჯერჯერობით, წინააღმდეგობრივ მესიჯებს მოიცავს, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

• საწყენია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ არაუშავს

• დღევანდელი ევროპა ბიუროკრატიულია, ნამდვილი (ღირებულებებზე დაფუძნებული) ევროპა წარსულს ჩაბარდა, მკვდარია

• ევროპამ ჩვენ რა უნდა გვასწავლოს, როდესაც ძირძველი ევროპელები ვართ; ამიტომ, ჩვენ უნდა მოგვბაძონ

• სინამდვილეში, ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ევროპული პერსპექტივა დაგვიმტკიცეს

• სტატუსი იმიტომ არ მოგვცეს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში არ ვერთვებით, სექსუალურ უმცირესობებს არ ვიღებთ და ა.შ. ამიტომ, დასავლეთმა დაგვსაჯა

• გეოგრაფიულად არ ვეკუთვნით ევროპას, ამდენად ევროკავშირში არასოდეს მიგვიღებენ

• კანდიდატის სტატუსი ფარატინა „ქაღალდია“, არაფერს ცვლის

• სტატუსის მიღება ოპოზიციამ დაბლოკა და ა.შ."

სოციოლოგის დაკვირვებით, ამჟამად თითოეული ეს „მესიჯი“ იტესტება და ამ ქაოსიდან, საბოლოო ჯამში, გამოკრისტალდება „ტვინების გამომრეცხავი“ საკომუნიკაციო სტრატეგია.

რაც შეეხება საზოგადოების ულტრამემარჯვენე ნაწილითან კომუნიკაციას, სოციოლოგი ამ კონტექსტში განიხილავს მაგალითად, აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძის ლექსიკაში იმგვარი ფორმულირების გაჩენას, რომელსაც აქამდე მხოლოდ პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები იყენებდნენ: „არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“,– თქვა რიჟვაძემ.

სოციოლოგის ხედვით, მმართველ გუნდს საზოგადოების ანტიდასავლური განწყობების მატარებელი ნაწილიც სჭირდება:

„ვნახეთ, რომ სხვადასხვა საპროტესო აქციებზე ზემოქმედების ერთ–ერთი ბერკეტი ამ ნაწილის გააქტიურებაა. ამიტომ, მას სჭირდება, გარკვეული საკვები „მისცეს“. სურს, არ დაკარგოს მოკავშირე ასეთი ნაწილის სახით და მათი გულიც მოიგოს“.

სოციოლოგის ანალიზის მიხედვით, ჯერ–ჯერობით ხელისუფლების მიდგომა არ მუშაობს, რაც ორმა მასშტაბურმა აქციამ დაადასტურა და იმედს იტოვებს, რომ 3 ივლისის აქცია კიდევ უფრო მასშტაბური იქნება:

„ერთია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სურას გვაჩვენებენ, მეორე – განწყობის შესაბამისი ქმედება, ამ შემთხვევას საპროტესტო ქმედების განხორციელება. ვინაიდან ძალაუფლების წყარო ხალხია, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის მიმხრობა. მას აშინებს დაგეგმილი აქცია. სადღეისოდ არც ოპოზიცია წარმოადგენს ბარიერს, არც ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიციები აშინებთ, მაგრამ აშინებთ ხალხი: ვიმეორებ, მათ იციან, რომ ძალაუფლების წყარო ხალხშია. გაყალბებების, ზეწოლის, დაშინების მიუხედავად, იმედი საქართველო არ მისულა და იმედი მაქვს, არც მივა, ავორიტარიზმის იმ ხარისხამდე, რომ ამომრჩევლების ხმები არ იქნება სათვალავში ჩასაგდები. ამიტომ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გატეხოს საპროტესტო ტალღა იმაზე აპელირებით, რომ ევროინტეგრაცია ეს მმავლის ამბავია“.

სოციოლოგის აზრით, საზოგადოებამ იმ სტრატეგიულ მარცხში, რომელიც ხელისუფლების გამო განიცადა ევროინტეგრაციის გზაზე, მას ძვირი ფასი უნდა გადაახდევინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S