
ნატახტართან მიკროავტობუსების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
28/06/2022 16:16:48 სამართალი
ნატახტართან ორი მიკროავტობუსის ერთმანეთთან შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაცით, დაღუპულია 1 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.