პაატა მანჯგალაძე: "სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით "ალტ-ინფოს" საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა"
29/06/2022 07:51:09 პოლიტიკა
"სუბარის, ყაველაშვილის და ხუნდაძის სახით "ალტ-ინფოს" საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა",- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" სამი წევრის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას.
მანჯგალაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნაბიჯის მიზანია, მათ "ქართული ოცნების" საქმე ისე გააკეთონ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ზიანი არ მიიღოს:
"ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ, რომ მოვლენები შევაფასოთ. ეს ჯგუფი ზუსტად იმ შავრაზმული შინაარსის მატარებელი გახდება, რასაც "ალტ - ინფო" აკეთებს პარლამენტს გარეთ, "ალტ- ინფოს" საპარლამეტო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. მათი მიზანი ის კი არ არის დააჩქაროს საქართველოს ევროინტეგრაცია ან გააკრიტიკოს „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკის გამო - არა, „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად უნდა ამხილოს ევროპა, ეს არის მათი მიზანი და ამას გააკეთებენ ყველანაირი თვითცენზურის გარეშე".
ცნობისთვის: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა "ქართული ოცნება" გუშინ დატოვეს.


