Accentnews.ge
მადრიდის სამიტის დეკლარაცია: "ნატო–მ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის"

მადრიდის სამიტის დეკლარაცია: "ნატო–მ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის"

29/06/2022 12:58:42 პოლიტიკა

ნატო მადრიდში ალიანსის ლიდერების შეხვედრის შემდეგ სამიტის დეკლარაციას აქვეყნებს, რომლეშიც, მათ შორის საქართველოზე არის საუბარი.

"ჩვენ მადრიდში შევხვდით ნატო–ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა გვქონდა საუბრები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე – ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე – ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს.

ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ზომების თაობაზე, რათა გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა გავაძლიეროთ მათი მთლიანობა და მედეგობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა", – ნათქვამია ალიანსის ლიდერების ერთობლივ დეკლარაციაში.

ცნობისთვის: 2008 წლის შემდეგ ეს არის ნატო–ს სამიტის პირველი დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები. თუმცა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება დადასტურებულია ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S