Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს

30-06-2022 15:12:53 ეკონომიკა

Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

„პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით.

ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები