
ზურაბიშვილი ზელენსკის შეხვდა: "ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები"
20/05/2019 18:17:12 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პირველ პირს ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ შეხვდა – ინფორმაციას შეხვედრის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენ ყველაზე კიდევ ერთი გამოწვევა გვაქვს - არჩევნები ევროპარლამენტში. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მხარეებმა შეხვედრისას ქართულ-უკრაინული ურთიერთობების განვითარების მიმართულებები განიხილეს და გამოთქვეს რწმენა, რომ სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება. სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში მოიწვია.
ზელენსკიმ უკრაინის გამოწვევებზეც ისაუბრა.
„რატომ წავიდა ჩვენი გუნდი პოლიტიკაში? ჩვენთვის ნომერ პირველი გამოწვევა აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაა, სადაც ყოველდღიურად იღუპება ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს საგარეო კურსს, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებაზე. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ერთ-ერთი გამოწვევა კორუფციის დამარცხებაა.
„ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021