Accentnews.ge
"გეგმის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრი 2040 წლამდე გახდებოდა" - სამეული მორიგ განცხადებას აქვეყნებს

"გეგმის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრი 2040 წლამდე გახდებოდა" - სამეული მორიგ განცხადებას აქვეყნებს

30/06/2022 15:42:26 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერები, რომლებიც პარტიას რამდენიმე დღის წინ გამოეყვნენ, ამბობენ, რომ მმართველი გუნდის გეგმის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის წევრი 2040 წლამდე გახდებოდა. დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ ახალ განცხადებაში აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე "შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია".

"როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - წერია ახალ განცხადებაში, რომელიც 30 ივნისს გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.

ხუნდაძემ, სუბარმა და ყაველაშვილმა განცხადება გუშინ, 29 ივნისსაც გაავრცელეს, რომელშიც ანტიდასავლური შეთქმულების თეორია შემოგვთავაზეს.

იხილეთ ასევე: რა მისიით დატოვა სამეულმა პარტია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S