Accentnews.ge
ნატო-ში საქართველოს ელჩი: "ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს"

ნატო-ში საქართველოს ელჩი: "ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს"

03/10/2019 07:12:03 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

ნატო–ში საქართველოს ელჩის ალექსანდრე მაისურაძის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტს ორი მთავარი განზომილება აქვს: პოლიტიკური მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი და წინგადადგმული ნაბიჯი პრაქტიკულ თანამშრომლობაში მიღწეული შედეგების მიმართულებით.

მისივე თქმით, ბათუმი შემთხვევით არ არის შერჩეული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მასპინძლობისთვის:

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიმართულებები შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით. საბორდაჟო ჯგუფები ერთ-ერთი კომპონენტია, ამას გარდა საუბარი არის ინფორმაციის გაცვლაზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვასა და ნატო-ს მუდმივმოქმედ საზღვაო შენაერთს შორის თანამშრომლობაზე, ნატო-ს საზღვაო ხელმძღვანელობასა და საქართველოში არსებულ სამეთაურო კომპონენტს შორის მჭიდრო კომუნიკაციაზე. ასე რომ, შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან დინამიურად, ეფექტურად და მიზანმიმართულად ხორციელდება".

მისივე თქმით, "საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულება ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, არსებობს კონკრეტული შედეგები – წლის დასაწყისში გამართული წვრთნები, როცა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ კი პაკეტის ფარგლებში შექმნილმა ერთობლივმა წვრთნისა და შეფასების ცენტრმა დამოუკიდებლად დაგეგმა და განახორციელა ეს წვრთნები". 

"ამდენად, ეს განზომილება აქტიურია. საუბარი იქნება პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, ახალი კონკრეტული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, რომელიც კიდევ უფრო დააახლოვებს ჩვენს ქვეყანას თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც ნატო-ში სრულფასოვან გაწევრიანებაში მდგომარეობს", - განაცხადა მაისურაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S