Accentnews.ge
ხოშტარია: "ჩოლოიანი, რომელმაც ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ახლა "RMG Gold" –ში მუშაობს"

ხოშტარია: "ჩოლოიანი, რომელმაც ლუკა სირაძე თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ახლა "RMG Gold" –ში მუშაობს"

01/07/2022 09:55:14 პოლიტიკა

მოძრაობა "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც საპატიმრო 2021 წელს დატოვა, ახლა "RMG Gold"-შია დასაქმებული.

„ჩოლოიანი ხომ გახსოვთ? ლუკა სირაძე რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს პოლიციაში, მერე ხელი რომ დააფარეს ბევრს, ეს რომ სულ ცოტა ხნით ჩასვეს, ადრე გამოუშვეს. ხოდა ეხლა "RMG Gold"–შია დასაქმებული, იმ კომპანიაში, საყდრისი რომ ააფეთქა. მოძალადეების მთავრობა უნდა წავიდეს”, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

იხილეთ ასევე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...

"RMG Gold" ის კომპანიაა, რომელმაც 2014 წელს საყდრისის მაღარო ააფეთქა. მეცნიერთა მტკიცებით ამ ადგილას მდებარეობდა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ოქროს მაღარო, რომელიც უნიკალურ კულტურულ ობიექტად მიიჩნეოდა.

ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

2021 წლის 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ჩოლოიანის გათავისუფლება "დანაშაულის წაქეზებად" შეაფასა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S