
რუსულმა სასამართლომ ოჯახის 23–წლიანი ბრძოლის შემდეგ აღიარა რუსული ძალების მიერ ჩეჩნეთში 3 წლის ბავშვის მკვლელობა
01/07/2022 14:19:22 კავკასია, მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ ოჯახის 23–წლიანი ბრძოლის შემდეგ აღიარა რუსული ძალების მიერ ჩეჩნეთში 3 წლის ბავშვის მკვლელობა. მართალია, კრასნოდარის რაიონულმა სასამართლომ სახელმწიფოს ბელორეჩენსკის მკვიდრ ნატალია ზაგუდაევასთვის კომპენსაციის სახით ოჯახისთვის მიუღებელი ოდენობის თანხის – 20 000 მანეთის გადაეხადა დააკისრა, თუმცა თავად ფაქტის აღიარებას იურისტები მიშვნელოვან წარმატებად აღიქვამენ.
საქმე ეხება ჩეჩნეთში 1999 წელს ფედერალური ჯარების მოქმედების შედეგად სამი წლის ბავშვის დაღუპვას. როგორც დედა ყვება, მისი შვილი დაბომბვას ემსხვერპლა 1999 წლის 3 ნოემბერს.
„როდესაც მოსამართლემ გადაწყვეტილებაში ჩემი შვილის დაღუპვის და მთელი განსაცდელის გამო კომპენსაციის ოდენობა – 20 000 რუბლი გამოაცხადა, მე ეს ხუმრობად, დაცინვად აღვიქვი“,– ამბობს ქალი.
მან აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესისთვის სახელმწიფო მოსაკრებელიც (25000 რუბლი) კი აღემატება მოსამართლის მიერ განსაზღვრულ კომპენსაციას.
„ჩვენ კომპენსაციის სახით 2 426 000 რუბლის გადახდის საკითხი დავაყენეთ. მანამდე სასამართლოები არ ცნობდნენ ამ ფაქტს და ამიტომ ანაზღაურებაზე უარი თქვეს. დღეს მოხდა გარღვევა: სასამართლომ აღიარა ბავშვის გარდაცვალების ფაქტი და გარდაცვალების მიზეზი. ცხადია, კომპენსაცია არაადეკვატურია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ საკითხს საკასაციო წესით მოვაგვარებთ“, - განაცხადა ზაგუდაევას ადვოკატმა სერგეი მელიკოვმა.