
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ უკრაინაში კონსული დანიშნა
04/07/2022 11:04:21 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის დევნილმა თავმჯდომარემ ახმედ ზაკაევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინაში იჩქერიის კონსულის დანიშნვის თაობაზე. ეს თანამდებობა იური შულიპამ დაიკავა.
გადაწყვეტილება კონსულის დანიშნვის შესახებ ზაკაევის უკრაინაში ვიზიტისა და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ ჩეჩნურ დიასპორასთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრების შემდეგ იქნა მიღებული.
«ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩეჩენი და უკრაინელი ხალხების ინტერესებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეთა ბატალიონს, რომლისთვისაც ვეცდებით, უკრაინაში ლეგალიზებას მივაღწიოთ», - უამბო Кавказ.Реалии-ს შულიპამ.