Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, შევდეთ–ფინეთის მაგალითი ქართველ პოლიტიკოსებს შთააგონებს, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს"

"ვიმედოვნებ, შევდეთ–ფინეთის მაგალითი ქართველ პოლიტიკოსებს შთააგონებს, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს"

01/07/2022 19:08:59 პოლიტიკა

აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ მთავრი ფაქტორი რის გამოც, მადრიდის სამიტზე ნატო–მ შვედეთ–ფინეთის ალიანსში მიწვევაზე გადაწყვეტილება ასე ადვილად მიიღო, "მათი დემოკრატიული სისტემებისა და კანონის უზენაესობის მცველი ინსტიტუტების სტაბილურობაა".

მან იმედი გამოთქვა, რომ "შევდეთ–ფინეთის მაგალითი ქართველ პოლიტიკოსებს შთააგონებს, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს".

"დიდი ხანია ნატო–ში საქართველოს გაწევრიანებას ვუჭერ მხარს. მქონდა აშშ მთავრობაში მუშაობის პატივი, მათ შორის ბუქარესტის სამიტის დროსაც, სადაც მტკიცედ ვუჭერდი მხარს ცხადი პროცედურის მიღებას საქართველოს გაწევრებისა და მოკავშირედ ქცევისათვის. მივიჩნევდი, რომ საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით ქვეყანა ნატო–ს წევრობას იმსახურებდა. ავღანეთში ყოფნისას, თუ როცა ბაღდადში აშშ საელჩოს ადმინისტრაციის უფროსად ვმუშაობდი, ამაში საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რადგან სწორედ ქართველი ჯარისკაცები უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას. მათ ყოველ დილას ვხედავდი, როცა კი საელჩოს ჭიშკარს გავცდებოდი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ის წვლილი, რაც საქართველომ შეიტანა ნატო–ს უსაფრთხოების საქმეში. [...] ბალტიის ქვეყნები იქნება, შვედეთი, თუ ფინეთი – მშვიდობა მაშინ გვექნება, როცა არ იარსებს ორაზროვნება, არ იარსებებს „ნაცრისფერი ზონები“. საქართველოს მიერ ნატო–ს ალიანსში საკუთარი ადგილის მოპოვება ამ რეგიონში მყარი მშვიდობის მშენებლობის ნაწილია, ამიტომ უნდა შევებრძოლოთ ორაზროვნების ცდუნებას და თან გავითვალისწინოთ ის ობიექტური სირთულეც, რომ ქვეყნის 20% ამჟამად ოკუპირებულია. ეს ნიშნავს, რომ ისეთივე შემოქმედებითი მიდგომა გვჭირდება, რომელიც გაყოფილი გერმანიის შემთხვევაში გამოვიყენეთ. ეს ნიშნავს, რომ გვჭირდება დემოკრატიული საქართველო ისეთი ხარისხის დემოკრატიით, რომელიც შეძლებს გახდეს თავისუფალი ერების კავშირის ნაწილი ისე, რომ არ დათმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტი, მაგრამ გაგებით მოეკიდება ნატო–ს მეხუთე მუხლის გავრცელებასთან დაწესებულ შეზღუდვებს.

რას გვიჩვენებს მადრიდის [სამიტი]? მართალია, საქართველო არ ყოფილა განსახილველ საკითხთა ცენტრში, მაგრამ მართლაც, ევროპული უსაფრთხოებისადმი ამერიკის მხარდაჭერის ხელახალი დადასტურება, შავი ზღვის რეგიონისადმი ნატო–ს მხარდაჭერის გამოხატვა ფრიად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნატო–ს გაფართოებისადმი მხარდაჭერა კვლავაც არსებობს, როგორც შვედეთისა და ფინეთის მაგალითზე კარგად ვხედავთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დიდი ნაბიჯი წინ [ამ სამიტზე] თავად არ გადაუდგამს, თუმცა შეიქმნა შესაძლებლობების ფანჯარა, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ თუკი საქართველო კარგად იმუშავებს, თუკი ის დემოკრატიის ხარისხს გააუმჯობესებს, თუკი ის შეიარაღებული ჯარების რეფორმირებას განაგრძობს, თუკი დემოკრატიულ ქვეყნებთან თანამშრომლობას კვლავაც გააღრმავებს, ჩემი აზრით ნათლადაა მონიშნული ის ბილიკი, რომელიც საქართველოს აშშ-ის ახლო პარტნიორად და, საბოლოოდ, ნატო–ს ფარგლებში მოკავშირედ აქცევს.

ეს დღეს-ხვალ არ მოხდება, ეს უკავშირდება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობისა და მათი გამძლეობის საკითხს. ამიტომაა, რომ შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მადრიდში ასე ადვილი იყო. დიახ, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ამ ქვეყნის ძალები თავსებადია ალიანსის უსაფრთხოების ძალებთან, მაგრამ მთავარი მათი დემოკრატიული სისტემებისა და კანონის უზენაესობის მცველი ინსტიტუტების სტაბილურობაა. იმედი მაქვს, ეს ქართველ ლიდერებს, პოლიტიკოსებს შთააგონებს, მარტო საკუთარი კერძო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი არ იმოქმედონ, არამედ მიხვდნენ, რომ დემოკრატიული რეფორმები ეროვნულ უსაფრთხოებას აძლიერებს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და რომ ყველაფერი კარგად მაშინ გამოვა, თუკი პოლიტიკურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობის, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფრაქვიების უთანხმოების მიუხედავად, იარსებებს მსოფლიოში საქართველოს ადგილის ერთიანი ხედვა. პოლიტიკური განსხავებებისდა მიუხედავად, ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ერთად მუშაობა ბევრ რამედ ღირს. ფინეთმა და შვედეთმა დღეს ამას მიაღწიეს, რადგან დავინახეთ ერთსულოვნება პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო საზოგადოებაში და ამით შესაძლებელი გახადეს საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელება. ვფიქრობ, მათი გამოცდილება საქართველოს კარნახობს რა გზას უნდა დაადგეს", – განაცხადა ვილსონმა "Civil.ge"-სთან ინტერვიუში.

იხილეთ ასევე: ისტორიული სამიტის შედეგები: თბილისის მიერ ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S