Accentnews.ge
უბედური შემთხვევა იტალიაში – 6 დაიღუპა, 8 დაშავდა, 15 ალპინისტი დაკარგულად ითვლება

უბედური შემთხვევა იტალიაში – 6 დაიღუპა, 8 დაშავდა, 15 ალპინისტი დაკარგულად ითვლება

04/07/2022 06:51:49 ევროპა

სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა იტალიის ალპებში იშვიათად მაღალი ტემპერატურის (+10 გრადუსი) გამო მყინვარის ჩამოშლის შედეგად.

15 ალპინისტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

უბედური შემთხვევა მარმოლადის მთაზე მოხდა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3 300 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს.

ამ დრისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი მთამსვლელი მონაწილეობდა ლაშქრობაში. მთის სიახლოვეს მდებარე ავტოსადგმზე 16 ავტომობილი აღმოაჩინეს.

პოლიცია მფლობელების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S