Accentnews.ge
საქართველოს მელიორაციამ  ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის  რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა

04/07/2022 08:07:29 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.

პროექტის ფარგლებში, 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარამდეა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S