„თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრის საქმეზე 3 პირს 5 000-5000–ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

04-07-2022 13:40:03 სამართალი

გასული წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით სასამართლომ 3 პირს 5 000 – 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. მათ ბრალი სისხლის სამართლის 160-ე მუხლით ედებოდათ, რაც საკუთრებაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას გულისხმობს, რაც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

როგორც „თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი მარიამ კვარაცხელია აცხადებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე პრიმა მუხლი, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს.

„დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით – ჯგუფურად და ძალადობის მუქარით”, – აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები