უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსული სადაზვერვო ჯგუფის განეიტრალების შესახებ იუწყება

04-07-2022 14:04:05 ევროპა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსული სადაზვერვო ჯგუფის განეიტრალების შესახებ იუწყება.

უწყების ცნობით, ნიკოლაევის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამი პირი დააკავეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო პოზიციებს და გადაადგილებას ზვერავდნენ. ასევე სწავლობდნენ რეგიონში სტრატეგიული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების გეოლოკაციას:

„დანაშაულებრივი ქმედებების შენიღბვის მიზნით, თავდამსხმელებმა მიიზიდეს თავიანთი ახლობლები.

ადგილობრივებს ინფორმატორებად იყენებდნენ. ჯგუფის წევრებმა მიღებული ინფორმაციას რუს კურატორს ტექსტური შეტყობინებებით და კოორდინატებით გადასცემდნენ. ამისთვის გამოყენებული იყო წინასწარ დამუშავებული ანონიმური ტელეგრამის არხები".

გარდა ამისა, ჯგუფის წევრები ეწეოდნენ ოკუპანტების მხარდამჭერ აგიტაციას.

ჩხრეკისას უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და კომუნიკაციის საშუალებები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები