"ოცნების" წევრი დეპუტატის გინების შემდეგ კობახიძე აცხადებს, რომ "უხამსობა "ნაციონალური მოძრაობის" პიარული ხაზია"
04/07/2022 10:22:09 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატის დიტო სამხარაძის მიერ აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეების გინების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "უხამსობა "ნაციონალური მოძრაობის" პიარული ხაზია"
"დიტო სამხარაძემ თვითონ გააკეთა განცხადება და საზოგადოების წინაშე მოიხადა ბოდიში და ამით ყველაფერი არის ნათქვამი. რაც შეეხება უხამსობას, ეს არის მათი [ენმ] პიარული ხაზი ჩვენ ამ ხაზს ყოველთვის ვაპროტესტებდით, თუმცა ამ პროტესტს არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ზოგადად, ნებისმიერი უხამსობა, ბილწსიტყვაობა და მით უმეტეს ამის ჩვეულებრივ მოვლენად ქცევა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოვლენა და ამას აკეთებთ თქვენ, თქვენი პარტია და თქვენი ტელევიზიები", – აცხადებს კობახიძე.


