ოკუპირებულ ლისიჩანსკში 10 000-ზე მეტი ადამიანი რჩება

04-07-2022 19:55:02 ევროპა

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში 10 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი, – ამ მონაცემებს ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქია, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიკავეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში განაცხადეს, რომ მძიმე შეტაკებების შემდეგ თავდაცვის ძალები იძულებულები იყვნენ, ლისიჩანსკში პოზიციები დაეტოვებინათ.

ლისიჩანსკი იყო ბოლო ქალაქი, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებდა ლუგანსკის რეგიონში.

"გასაგებია, რომ ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ბიჭები ცოცხლები არიან, ტექნიკა ხელუხლებელია, ყველას შეუძლია რუსეთის არმიასთან ბრძოლა გააგრძელოს," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები