დიდი ბრიტანეთი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს

04-07-2022 20:32:04 ევროპა

დიდი ბრიტანეთი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები ბელარუსის რკინისა და ფოლადის იმპორტს, ნავთობგადამამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტებისა და ძვირადღირებული პროდუქციის ექსპორტს კრძალავს.

მედიის ცნობით, სანქციები ძალაში 5 ივლისიდან შევა და შეზღუდვები ასევე ბელარუსის კომპანიებს ლონდონში ფასიანი ქაღალდების გამოშვებასაც აუკრძალავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები