Accentnews.ge
Respublica: გერნმანული კომპანია აფხაზეთში 6 მლრდ ევროდ "პატარა საკურორტო ქალაქის" მშენებლობას გეგმავს

Respublica: გერნმანული კომპანია აფხაზეთში 6 მლრდ ევროდ "პატარა საკურორტო ქალაქის" მშენებლობას გეგმავს

05/07/2022 07:36:54 კონფლიქტები

Telegram-არხმა "Respublica"-მ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბისადმი გერმანული კომპანია FVT–Group & Partner-ს (დსთ-ის წარმომადგენლობა - ООО ХК «Партнер+») წერილი გამოაქვეყნა. ინვესტორი აფხაზეთში 6 მლრდ ევროს ჩადებისა და "პატარა საკურორტო ქალაქის" მშენებლობის ინიციატივით გამოდის და ირწმუნება, რომ ეს «ჰუმანიტარული პროექტია», თანხები კი "საქველმოქმედო სახსრების" სახით გამოიყოფა.

ინვესტორი მშენებლობისთვის 5 კვადრატული კმ (500 ჰა) ტერიტორიის გამოყოფასა და 6 მლრდ ევრომდე ოდენობის "სახელმწიფო გარანტიებს" ითხოვს, რათა "მთავრობის შეცვლის ან სხვა მსგავს შემთხვევებში საინვესტიციო რისკები თავიდან იქნას აცილებული".

«პროექტი ითვალისწინებს სკოლის, ბაღის, საავადმყოფოს, ადმინისტრაციული შენობების მშენებლობას. ობიექტების დასრულების შემდეგ ისინი აფხაზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ორგანოებს უსასყიდლოდ გადაეცემათ», – ნათქვამია წერილში.

"Respublica"-ს ინფორმაციით, ინვესტორს "პრემიერის" ნაცვლად "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანია უპასუხა.

«აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზადაა თანამშრომლობისთვის და ყველა საჭირო გარანტიას იძლევა პროექტის განსახორციელებლად», – ნათქვამია საპასუხო წერილში, რომელიც, როგორც ირკვევა, ბჟანიამ გერმანულ კომპანიას ჯერ კიდევ 13 მაისს გაუგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S