Accentnews.ge
132 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

132 დღე ომში: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს

05/07/2022 08:23:10 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 36 500–მდე ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.

კერძოდ, უკრაინის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში რუსეთის დანაკარგები 5 ივლისის მდგომარეობით დაახლოებით, ასე გამოიყურება:

  • პერსონალი - 36350 (+150 გასულ დღე–ღამეში) ადამიანი,
  • ტანკები – 1594 (+5),
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 3772 (+18),
  • საარტილერიო სისტემები - 806 (+2),
  • ზალპური ცეცხლის სისტემა [MLRS] – 247 (+1),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 105,
  • თვითმფრინავი - 217,
  • ვერტმფრენები - 187,
  • გემები / ნავები - 15,
  • საავტომობილო ტექნიკა და ავტოციცტერნები – 2634 (+5),
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი -660 (+2),
  • სპეციალური აღჭურვილობა - 65,
  • საკრუიზო რაკეტა – 144.

უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში განიცადა სლავიანსკის და დონეცკის მიმართულებით განიცადა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა წუხელ ლუგანსკის ოლქში, კადიევკაში რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს.

აფეთქებების ხმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისმოდა.

არსებული ცნობებით, სწორედეც აღნიშნული საწყობი იყო ერთ-ერთი მთავარი მომმარაგებელი ჭურვებით პოპასნაია - სევეროდონეცკი - ლისიჩანსკი - ბახმუტის მიმართულებით.

რუსების დანაკარგების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S