Accentnews.ge
ავარია ქარელთან, დაშავდა ხუთი ადამიანი

ავარია ქარელთან, დაშავდა ხუთი ადამიანი

05/07/2022 09:04:07 სამართალი

ქარელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც, ავტომობილში მყოფმა 5-მა პირმა, მათ შორის 8 წლის ბავშვმა სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქარელის კლინიკებში გადაიყვანეს.

იგეგმება ერთ-ერთი პაციენტის, 41 წლის ქალის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S