Accentnews.ge
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიუსაჯეს

05/07/2022 11:40:12 სამართალი

სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ზაურ ბუდაგოვს, ხოლო 3-3 წლით დააპატიმრა გიორგი და ხუსეინ სურმანიძეები 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. მოხერხდა მხოლოდ 1 ადამიანის გადარჩენა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

პროკურატურამ ამ საქმეზე ჩამონგრეული სადარბაზოს პირველი სართულის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვი დააკავა, ასევე, ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები, რომლებიც პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S