
"ეიფელს რომ მოენახულებინა ადგილი, გულის შეტევა მოუვიდოდა“ – მედია კოშკის რთულ მდგომარეობაზე წერს
05/07/2022 11:50:56 ევროპა
ეიფელის კოშკი ჟანგითაა დაფარული და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს, თუმცა 2022 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის მისი მხოლოდ კოსმეტიკური რესტავრირება იგეგმება, რაშიც სახელმწიფო 60 მილიონ ევროს დახარჯავს,– იუწყება ფრანგული Marianne საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
„გუსტავ ეიფელს რომ მოენახულებინა ადგილი, გულის შეტევა მოუვიდოდა“, – ანონიმურობის პირობით უამბობს ეიფელის კოშკის ერთ-ერთი მენეჯერი Marianne-ს.
გამოცემას ექსპერტების კონფიდენციალურ ანგარიშებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ძეგლი ჟანგით არის გაჟღენთილი.
კოშკის 99% პროცენტი პარიზის მერიის მფლობელობაშია. როგორც მედია წერს, კოშკზე ზედამხედველი კომპანია SETE თავს იკავებს კოშკის დახურვისა და მისი სრული რესტავრაციისგან, რადგან კოშკს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს: მე–19 საუკუნის ბოლოს აშენებული 324–მეტრიანი კოშკი მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ტურისტულ ადგილებს შორისაა.